
"ნიკანორ მელია რომ დღეს ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თვითონ ნიკანორ მელიას მონაწილეობით გაითამაშა. სწორედ იმიტომ იჭრებოდა ნიკანორ მელია პარლამენტის შენობაში, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა, ზუსტად იმიტომ იჭრებოდა მოგვიანებით ცესკო-ს შენობაში, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა, იმიტომ გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა. ბოლოს, იმიტომ არ გადაიხადა გირაო, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა. საბოლოოდ, მან თვითონ დაიჭირა თავისი თავი და, რა თქმა უნდა, ესეც რუსული თამაში იყო".
ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში.