აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოოს - სენატორები საქართველოზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა სენატორმა რონ ჯონსონმა „ამერიკის ხმას“ წერილობითი კომენტარი მისცეს.

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“, ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი