
15 მაისის მასშტაბურ საპროტესტო აქციამდე ოპოზიცია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები უკვე მეორე დღეა აჭარაში იმყოფებიან.
ისინი ბათუმის ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში ხვდებიან ადგილობრივებს და ადგილზე ეცნობიან მათ პრობლემებს. მოსახლეობას ოპოზიციის ლიდერებმა უნდა განუმარტონ, რატომ არის გადამწყვეტი 15 მაისის საპროტესტო აქცია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე