ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

გამოქვეყნდა:

4 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება. 

"ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური "სინოფარმით" აცრები. დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით”,- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე

გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.

"სინოფარმის" 100 000 დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. გარდა ამისა, ქვეყანამ საჩუქრად მიიღო კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა - "სინოვაკის" 100 000 დოზა. არცერთ ვაქცინას ჯერ WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი