ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო

გამოქვეყნდა:

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო. მიზეზი უცნობია.  შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე იყო ჩანიშნული. 

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი დაესწრებიან.

განხილვის თემა კრისტიენ დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტია, რომელსაც მმართველმა გუნდმა ხელი 16 აპრილს მოაწერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი