ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა კიდევ გადაიდო

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა კიდევ, 19:00 საათამდე გადაიდო. მიზეზი ამჯერადაც უცნობია. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჯერ 14:00, შემდეგ კი 17:00 საათზე იყო ჩანიშნული. 

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი დაესწრებიან.

განხილვის თემა კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტია, რომელსაც მმართველმა გუნდმა ხელი 16 აპრილს მოაწერა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი