როგორ იცავს უკრაინული ჯარი სამშობლოს | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი ბრძოლის წინა ხაზიდან

გამოქვეყნდა:

უკრაინა რუსეთს ფაქტობრივ ალყაში ჰყავს - ამბობს, უბრალოდ, რუსი სამხედროების წვრთნები მაქვს დაგეგმილი, მეტი არაფერიო. მაგრამ, ეს რამდენიმე ათასი წვრთნა სწორედ უკრაინის საზღვრებთან მიმდინარეობს, როგორც 2008 წლის ივლისში საქართველოსთან წამოიწყო თავისი ჯარის წვრთნა.

პარალელურად, კრემლის რეალური სურვილების გამჟღერებლები უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების კონკრეტულ თარიღსაც კი ასახელებენ - 6 მაისი. 

რუსები ამერიკელებსა და NATO-ზე გათვლილ მუქარასაც არ ივიწყებენ - პირდაპირ ამბობენ, რომ, თუ საჭირო გახდა, შეიძლება, ტაქტიკური სვლისთვის ატომური ბომბიც კი გამოიყენონ იმისთვის, რომ ვინმემ უკრაინის დახმარება არ გაბედოს და დაინახოს, რომ რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი. უკრაინა და დასავლეთი რუსეთთან სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების ზღვარზეა.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი შევიდა საომარ ზონაში, რომელსაც რუსები სისტემატურად ბომბავენ და სადაც უკრაინელ ჟურნალისტებსაც კი ეკრძალებათ შესვლა. ნახეთ, როგორ იცავს უკრაინული ჯარი სამშობლოს.

თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი - "სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი