პატიმრების საკითხი გარკვეულია... ველი, რომ დოკუმენტზე ფართო ხელმოწერა იქნება - ხათუნა სამნიძე

გამოქვეყნდა:

"დღეს სერიოზული შეხვედრა იყო ჩვენ გვქონდა პირდაპირი ჩართვა და საუბარი ბრიუსელთან, საიდანაც გაგვაცნეს მოლაპარაკებების საბოლოო დოკუმენტი, რომელიც არის კომპრომისული ვერსია", - ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

მისი თქმით, დოკუმენტში გარკვევითაა განხილული ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

"ვერ ვთანხმდებით და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ამ მოლაპარაკებების პროცესში სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და მომავალი. დღევანდელი დოკუმენტი არის პროგრესული ვერსია, იმიტომ, რომ აქ არის ჩანაწერი კონკრეტულად, როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და რაც მთავარია, საკითხი, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელია, პოლიტიკური პატიმრების საკითხი - ჩანაწერია მკაფიო, ლაპარაკია ორ საქმეზე და არის კონკრეტული გზები, როგორ უნდა გათავისუფლდეს უახლოეს დღეებში ორი პატიმარი... დოკუმენტი მისაღებია, რესპუბლიკური პარტიის სახელით მზად ვართ ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს", - ამბობს ხათუნა სამნიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი