ევროკავშირი ნიკა მელიას თავდებობას გვთავაზობს - ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის ინფორმაციით, ნიკა მელიას თავდები ევროკავშირი იქნება. ამის შესახებ მან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.

ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა... ნიკა მელიასთან დაკავშირებით არის შემოტავაზებული თავდებობა ევროკავშირის... ეს თავდებობა იქნება ის საფუძველი რის გამოც უნდა გათავისუფლდეს ახლა მელია. გარანტორი იქნება ევროკავშირი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავდებად ბატონ ნიკა მელიას გათავისუფლებაზე გამოდის ევროკავშირი. რაც შეეხება ბატონ რურუას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი რომ ორივე ამ ადამიანს ექნება ერთი და იგივე დროითი ჩარჩო განსაზღვრული რომ გამოვიდნენ ციხიდან - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი