
"წუხილი გვაქვს, იმასთან დაკავშირებით, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც ძალა გამოიყენა 19-20 ივნისს. ასევე, არ ვთვლით, რომ შემოთავაზებულია სწორი გზა, იმისთვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი აკაკი მინაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
როგორც მინაშვილი ამბობს, მოლაპარაკებები გრძელდება და არ დასულებულა.
"მოლაპარაკებების სივრცე არის შეზღუდული, ჩვენი მთავარი მომლაპარაკებელი არის საპატიმროში, ის რომ ყოფილიყო თავისუფალი გაცილებით სხვა პირობები იქნებოდა... ჩვენთვის მთავარია, რომ იყოს ისეთი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი. ესაა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება და შემდეგ ვადამდელი არჩევნები, რომელიც კრიზისის გადაწყვეტის საუკეთესო გზაა", - თქვა მინაშვილმა.