
"პროგრესია ამ დოკუმენტში საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, თუ ვინმე სრულიად არაანორმალურ ინტერპრეტაციას არ აკეთებს მთავრობიდან ძალიან მკაფიოა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგია ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კარგია, რომ დოკუმენტში ნახსენებია ვადამდელი არჩევნების საკითხიც.
"ჩვენთვის მიუღებლად რჩება რა ტესტით მივდივართ, ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხია გამოსასწორებელი ამ დოკუმენტში და ის მისაღები გახდება ავტომატურად, მაგრამ ამ ვითარებაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ მოვიდნენ შეხვედრაზე. მე ასეთი მეორე არ მახსენდება", - ამბობს ბოკერია.
მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებზე ან პირდაპირი შეთანხმება უნდა მოხდეს, ან პლებისციტით უნდა გადაწყდეს.