დოკუმენტი ვადამდელი არჩევნების გარეშე, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს - მოძრაობა "საქართველოსთვის"

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპული დემოკრატია საქართველოში, რაც გამორიცხავს გაყალბებულ არჩევნებზე შეგუებას!... ვადამდელი არჩევნების გარეშე ყველა დოკუმენტი, ეწინააღმდეგება სწორედ ევროპულ ღირებულებებს!, - ნათქვამია მოძრაობა "საქართველოსთვის" განცხადებაში.

მოძრაობის წევრები, ზოგადად, სამოქალაქო აქტივისტებთან დაკავშირებითაც წერენ. ამბობენ, რომ "ოცნების" ხელისუფლება მათ უკანონოდ აკავებს და ავიწროებს და მათთვის, ამ პირობებში, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა, მიუღებელია. "არავის მივცემთ უფლებას, ვიყოთ საშუალება პარლამენტში შესასვლელ გზაზე" - წერს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ალიკა კუპრავა. 

იხილეთ ასევე:

რა წერია შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტში (სრული ვერსია)

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი