
ქართული ოცნებისთვის მოლაპარაკებების პროცესში ახალი დოკუმენტის გამოჩენა საფუძველსმოკლებულია- აცხადებს მმართველი პარტიის წევრი გურამ მაჭარაშვილი და ამბობს, რომ "ოცნებამ" უკვე მოაწერა ხელი მედიატორების წარმოდგენილ ერთ დოკუმენტს
ჩვენ ცალმხრივად ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს და ველოდებით ოპოზიციიდან პასუხს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთეთ ის, რომ იმ ვარიანტზე ხელის მოწერით დავადასტურეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება.
ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ არც ამ დოკუმენტზე აწერს ხელს ოპოზიცია. ოპოზიციას არ ადარდებს სახელმწიფოებრივი აზროვნება, საზოგადოება, რომელიც არის მომხრე რომ პოზიციაც და ოპოზიციაც იხილოს საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ახალი ვარიანტი საერთოდ არ იყო საჭირო", -ამბობს მაჭარაშვილი.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.