
"ევროპული საქართველოს" წევრი, ლაშა დამენია ამბობს, რომ დღეს, 19 აპრილს პარტიის ლიდერები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, მოაწერენ თუ არა ხელს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.
რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, დამენია ამბობს, რომ მასში გამოკვეთილია პოლიტპატიმრებისა და ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის გზები, თუმცა პარტიისთვის მიუღებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმა, თვითმმართველობის არჩევნებზე.
"უკვე მკვეთრად ჩანს პოლიტპატიმრების განთავისუფლების საკითხი, სადაც არის მისასვლელი გზა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, თუმცა ევროპული საქართველო წინააღმდეგია ამის მიბმის თვითმმართველობის არჩევნებთან, რადგან თვითმმართველობის არჩევნები ფუნდამენტურად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან და ერთადერთი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები, ან მაქსიმუმ პლებისციტი. ჩვენ ევროპულს საქართველში დღეს შევიკრიბებით პოლიტსაბჭოს წევრები, ლიდერები და მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა იქნება ჩვენი დამოკიდებულება მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით,-თქვა ლაშა დამენიამ.
დასავლელმა მედიატორებმა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.