მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე - "ოცნება"

გამოქვეყნდა:

პარტია "ქართული ოცნება" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი მტკიცებით, აცნობიერებენ პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.

"ქართული ოცნება" არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით, ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40% იანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად" , - წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

შეგახსენებთ, რომ 18 პირლს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი. დოკუმენტში ორი ძირითადი საკითხი - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია დაზუსტებული. ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მზადაა დოკუმენტს ხელი მოაწეროს, პარტიების ნაწილმა კი დრო ითხოვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი