"გირჩის" სამმა დეპუტატმა შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

"გირჩის" სამმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა შალრ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შესაბამისი ხელმოწერა პარტიის წევრებმა Facebook ლაივში გააკეთეს. 

"ვუსურვოთ წარმატება ამ პროექტს, მე მინდა, რომ მოგვბაძონ ადამიანებმა, ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან, ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი, გვინდოდა შეთანხმება", - თქვა ვახო მოეგრელიშვილმა. 

პარტიის წევრები ამბობენ, რომ თუ შეთანხმება ცალხმრივი იქნება და "ქართული ოცნება" მას ხელს არ მოაწერს, იმ რეჟიმით მუშაობას გააგრძელებენ, რაც დაანონსეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამი დეპუტატი დღეიდან პარლამენტში მიდის თუმცა "არ შედის".

შეგახსენებთ, რომ 18 პირლს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოოვერსია გახდა ცნობილი. დოკუმენტში ორი ძირითადი საკითხი - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია დაზუსტებული. ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მზადაა დოკუმენტს ხელი მოაწეროს, პარტიების ნაწილმა კი დრო ითხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი