ახალდაბაში მოკლული ვალერი ნაცვლიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობა წლების წინ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, ნაცვლიშვილს 2004 წელს ძმა სწორედ იმ კაცის შვილებმა მოუკლეს, რომელმაც დღეს, მათი თქმით, თავად ვალერი ნაცვლიშვილი მოკლა.
მკვლელობა სოფელ ახალდაბაში დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელს რამდენჯერმე ესროლა.
შემთხვევის ადგილზე დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ციხიდან გამოვიდნენ და მეორე ძმა მომიკლეს - გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები