
მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან მომენტად, რომ პირველად პრაქტიკულად, ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი დასავლელი მედიატორების ახალ დოკუმენტს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ეშმაკი დეტალებშია".
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს:
ჯერ ერთი გაუგებარია რატომ 43% და რატოა არა 50%? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა?
მეორე კითხვა, რომელიც მაქვს, ეს უნდა დავუსვათ ჩვენ თავს ყველა ჩვენგანმა - ვთქვათ, 43%, ვინ უნდა დაითვალოს, ისევ ჟვანიამ?" ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ის სთავაზობს ვარიანტს, რომელიც კოსოვოში, ალბანეთში, უკრაინასა და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.
უფრო კონკრეტულად:
საარჩევნო კომისიის წევრებს, პროკურორებს, მოსამართლეებს არჩევს პარიტეტული კომისია, რომლის 3 წევრს ნიშნავს დასავლეთი (საერთაშორისო პარტნიორები), 3 წევრს ხელისუფლება, სამს კი ოპოზიცია.
"თუ ეს ასე იქნება, მივიღებთ ხალხს ცესკო-ში, რომელიც ობიექტურად დაითვლის ხმებს"- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე შეფასებით, გაუგებარი და ბუნდოვანიაა ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხიც