"ვთვლით, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ" - "სტრატეგია აღმაშენებელი" შეთანხმების დოკუმენტზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებელი" მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ საბოლოო დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ. ამ თემაზე დღეს ბრიფინგი პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამართა. მან აღნიშნა, რომ პარტნიორების მოწოდებას ყველამ უნდა მოუსმინოს, პირველ რიგში კი "ქართულმა ოცნებამ".

"სტრატეგია აღმაშენებელი, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული", - აცხადებენ პარტიაში.

პარტიაში ამბობენ, რომ წარმოდგენილი 5-პუნქტიანი დოკუმენტი არ არის იდეალური.

"ჩვენ ამ ბრძოლაში გვაქვს ორი მთავარი ფაქტორის მხარდაჭერა:

  1. ეს არის ჩვენი მოქალაქეები და მათი ურყევი ნება, იცხოვრონ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში;
  2. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო.

შეთანხმება თავისი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს კომპრომისებს და სწორედ ამიტომ წარმოდგენილი ხუთ პუნქტიანი დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური. მას გააჩნია ხარვეზები, მაგრამ ერთობლიობაში შეთანხმება ქმნის პირობებს „ქართული ოცნების“ სწრაფად და ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით ჩამოშორებისთვის", - წერია პარტიის განცხადებაში.

"სტრატეგია აღმაშენებლის" აზრით, აღნიშნული შეთანხმება გამარჯვება არ არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი