„ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
"პრინციპულად "ლელო" ეთანხმება გუშინ მაგიდაზე დადებულ დოკუმენტს, ცხადია მასში არის გარკვეული საკითხები რაც პრაქტიკაში მნიშვნელოვანია რომ დაზუსტდეს და სწორად განხორციელდეს", - თქვა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მედიატორების ყურადღების ქვეშ იყოს შეთანხმების თითოეული პუნქტის შესრულება.
შეგახსენებთ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი. ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მზადაა დოკუმენტს ხელი მოაწეროს, პარტიების ნაწილმა კი დრო ითხოვა.