მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! - ნიკა მელიას განცხადება

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია შარლ მიშელის მედიაციით შედგენილი დოკუმენტის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით, განცხადებას და საკუთარ მოსაზრებას "ფეისბუქით" ავრცელებს:

ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება:
რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია!
ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. 
და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება.
მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი  შეუვალი პოზიციაა.
ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება" -
ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი