არჩილ თალაკვაძე უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩულ თალაკვაძე უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, საქართველო სტრატეგიული პარტნიორისა და განსაკუთრებული მეგობრის, უკრაინის გვერდით დგას.

"გამოვხატე უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, მის საზღვრებთან რუსეთის მხრიდან მიმდინარე მილიტარიზაციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველო გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა.

ამ რთულ პერიოდში საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და განსაკუთრებული მეგობრის, უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას", - წერს არჩილ თალაკვაძე. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, დონბასის რეგიონში მდგომარეობა ამ დრომდე დაძაბულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი