"40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე" - "ქართული ოცნების" მორიგი განცხადება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" მორიგ, დღეს უკვე რიგით მეორე განცხადებას ავრცელებს მედიატორების შეთავაზებუკლ საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით:

"ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით." ნათქვამია განცხადებაში

ამავე თემაზე:

"ქართული ოცნება" შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი