
პოლიციელზე თავდასხმისთვის ზუგდიდის რაონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე სამივე დაკავებულისთვის 2 000- 2 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.
თავდასხმა სვანეთში, ხაიშის ცენტრში 2 დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს ხელკეტებით გაუსწორდნენ, რასაც დაკავებულების ოჯახის წევრები უარყოფენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველმა დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.
გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს.