ხაიშის პოლიციაში პოლიციელს ხელკეტებით სცემეს. დაზიანებები სამართალდამცველს 5-მა პირმა მიაყენა. შსს-ს თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა კონკრეტულად სად, უცნობია.

"მთავარის" ინფორმაციით, 5 თავდამსხმელიდან სამი დაკავებულია. მიზეზი კი პოლიციელის შენიშვნა გახდა, რომელიც მან თავდასხმამდე აღნიშნულ პირებს მისცა, რადგან არსებული ინფორმაციით, ისინი კომენდანტის საათის დროს, მთვრალები მანქანით გადაადგილდებოდნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას ნიშნავს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი