ქართული ოცნების კიდევ ერთი პოლიტიკური განაჩენი - ოპოზიციის შეფასება

გამოქვეყნდა:

ფრიდომ ჰაუსის მორიგი ანგარიში კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ახლა ქართული დემოკრატია დგას და რაზეც პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელისუფლებას ეკისრება. ფრიდომ ჰაუსმა მიიჩნია, რომ გასულ წელს ქვეყანამ ნაბიჯი უკან გადადგა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, ივანიშვილის გუნდმა ახლა მაინც უნდა შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება, უნდა გაათავისუფლოს დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები და დაასრულოს საარჩევნო სისტემის რეფორმა. 

ქართული ოცნების კიდევ ერთი პოლიტიკური განაჩენი, ასე აფასებს ოპოზიცია ფრიდომ ჰაუსის ანგარიშს. ოპოზიის ლიდერები ამბობენ, რომ როდესაც ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, თითქოს ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები და არ ხდება პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა, ანგარიში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთავრობამ ახლა მაინც უნდა გაიაზროს ყველა ის გამოწვევა, რაც ქართული დემოკრატიისა და საზოგადოების წინაშე დგას. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ანგარიშში ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას და სასამართლოს თემას. ძალიან მკაფიოდაა შეფასება, რომ სასამართლო მთლიანადაა დაქვემდებარებული ხელისუფლების მიმართ და მისი დაკომპლექტება ხდება მთავრობისადმი ლოიალობის პრინციპით. სრულიად მკაფიოდაა ნახსენები პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ოცნებას აქვს ილუზია, რომ კორონაპანდემიის ფონზე მას არ მოთხოვენ დანაპირებების შესრულებას, - აცხადებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

ქვეყანაში არსებული უმწვავესი კრიზისისა და მსოფლიო პანდემიის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ავიწყდებათ, რომ შეახსენონ ხელისუფლებებს, რა არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი. ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ ოცნებაში უნდათ, მატყუარა ხელისუფლების ნაცვლად ისევ აღიდგინონ იმიჯი და გახდნენ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული პარტნიორი, უნდა გაითვალისწინონ ფრიდომ ჰაუსის რეკომენდაციები და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულების მიმართულებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი