
"ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას მითუმეტეს ამ საკითხებში და არამხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი.
შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, იქნება ეს ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან".
თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით.