
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, რომ ის აპირებს, ბოლომდე მიიყვანოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული დავა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რითაც მანდატის გაუქმებაზე უთხრეს უარი.
"ჩემი ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე
ვაპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო
მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში",-წერს ჯაფარიძე.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერიმა განაცხადა, რომ ის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელს მოაწერს.