
პრეზიდენტ ზურაბიშვილის წამოყენებულ პირობებს, გიორგი რურუას შეწყალების სანაცვლოდ ოპოზიციაში ეხმაურებიან.
ულტიმატუმების დაყენება არ მგონია სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან- აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უცნაური განცხადება გააკეთა:
„თუ ასე იქნება მოვაწერ“, „თუ არ იქნება არ მოვაწერ" რას ნიშნავს? უცნაური განცხადებებია, ულტიმატუმს კი არ უნდა აყენებდეს სალომე ზურაბიშვილი, არამედ თავისი გადაწყვეტილებით ხელს უწყობდეს თუნდაც ოპოზიციას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაში. ულტიმატუმების დაყენება არ მგონია ზოგადად სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან" - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ მეწილის, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას შეწყალების სანაცვლოდ, პირობები წამოაყენა.