
"ლელო - საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე, გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტის როლი ადამიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით წინაპირობას არ უნდა მოიცავდეს.
ბუაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ოპოზიციის კომპრომისს ხელს უშლის.
"მისი როლი უნდა ყოფილიყო პოზიტიური და ადამიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ უნდა მოიცავდეს წინაპირობებს. ეს ნამდვილად, ამ კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს და პროცესს ართულებს. ჩვენ გამოვიჩინეთ კომპრომისი და ამ პროცესში მოქნილობა. პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სწორედ ამ კომპრომისს უშლის ხელს, როცა ის თავისი როლის შესრულების სანაცვლოდ პირობებს აყენებს", - თქვა საბა ბუაძემ.
სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალების სანაცვლოდ საკუთარი პირობები აქვს. განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.