დოკუმენტმა ნათლად გამოაჩინა, რომ ის ციხეში პოლიტიკური ნიშნით ზის - გიორგი რურუას ცოლი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, გიორგი რურუას ცოლის თქმით, დოკუმენტმა ნათლად გამოაჩინა, რომ რურუა პოლიტკური ნიშნით არის დაკავებულისოფო სიხარულიძე აერთაშორისო პარტნიორებს პროცესში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.

"პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, არ დაიშურეს ძალი და ღონე, რომ როგორმე განემუხტათ სიტუაცია.

დაკავების დღიდან ჩემი სათქმელი იყო, რომ ჩვენ დავამტკიცებდით მის უდანაშაულობას, დავამტკიცებდით, რომ ის ზის პოლიტიკური მოტივით და ამ დოკუმენტმა ძალიან ნათლად გამოაჩინა სწორედ ეს.

ყველა პარტია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, მოაწეროს თუ არა ამ დოკუმენტს ხელი, მაგრამ ერთიც ფაქტია, რომ ასეთი პოლიტიკური ჩიხის გაგრძელება პირველ რიგში ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის",-თქვა სოფო სიხარულიძემ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი