ენმ-ს ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაა

გამოქვეყნდა:

ენმ-ს ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა იწყება. მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ. ამ დროისათვის ენმ შეთანხმებას ხელს არ აწერს და მიაჩნია, რომ ის არასრულყოფილია. საბოლოო გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ სწორედ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
სხდომამდე ენმ-ს ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობაში დიპლომატებს- აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ. კონსულტაციები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი