საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ - ბეჟაშვილი

გამოქვეყნდა:

ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა და მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ახლა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არიან შეხვედრაზე.

დახურულ კარს მიღმა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი და ოპოზიციის ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს განიხილავენ. 

როგორც "ენმ"-ს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ მიიღებენ:

“პოლიტსაბჭოზე იყო საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები, რადგან აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს. თავისთავად დოკუმენტი ტოვებს დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ეს აზრთა სხავადასხვაობა ბუნებრივია. გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ" ამბობს ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებს და განხილვებს ნიკა მელია უნდა ესწრებოდეს.

"ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება." თქვა ზაალ უდუმაშვილმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი