ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" შეხვედრა დაიწყო

გამოქვეყნდა:

უკვე ნახევარი საათია, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გადამწყვეტი შეხვედრა მიმდინარეობს. დახურულ კარს მიღმა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი და ოპოზიციის ლიდერები ევროიპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს განიხილავენ. 

შეხვედრაზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "ლელოს" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერები. "ოცნებიდან" კი შეხვედრას არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი ესწრებიან.

კომპრომისის ვერსიამ, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შარლ მიშელმა შესთავაზა, ოპოზიციის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. "ოცნების" ოპონენტების ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, თუმცა ამ შეთანხმებაში სადავო რჩება პოლიტ პატიმრების და არჩევნების საკითხი.

იხილეთ ასევე:

რა წერია შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტში (სრული ვერსია)

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი