"თქვენი ჩართულობა, ესაა ევროკავშირის ჩართულობა" - ზურაბიშვილის მიმართვა და მადლობა შარლ მიშელს

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიმართა და მადლობა გადაუხადა:

მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ჩართულობა, ესაა ევროკავშირის ჩართულობა და ნიშნავს ორ რამეს, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე- საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ევროკავშირისთვის, მისი სტაბილურობა და მისი დემოკრატიულობა. 

ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა შიგნით საქართველოში პოლიტიკურად დეპოლარიზაციისკენ და ეს არის დიდი რამ, მაგრამ მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. ამ შეთანხმების შედეგად, საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. ამაზე დიდი იმედი მაქვს, რომ დავიწყებთ სწრაფად მუშაობას და ძალიან მინდა, რომ ეს დაიწყოს ხვალვე თქვენი ვიზიტით." მიმართა ზურაბიშვილმა შარლ მიშელს.

მიშელი ორბელიანების სასახლეში მიმდინარე ცერემონიას ონლაინრეჟიმში ადევნებდა თვალს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი