
სალომე სამადაშვილის მხრიდან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ინდივიდუალურ ხელმოწერას მისი თანაპარტიელების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
როგორც აკაკი მინაშვილმა "მთავარის" პირდაპირ ეთერში საუბრისას თქვა, სამადაშვილის ხელმოწერა ეწინააღმდეგება პოლიტსაბჭოში, დღეს მიღებულ შუალედურ გადაწყვეტილებას
ენმ-მ არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს და სალომე სამადაშვილი, რომელიც ახლა იქაა წარმოდგენილი, ინდივიდუალურად აწერს ხელს როგორც შესული პარლამენტარი და ეს ეწინააღმდეგება იმ დისკუსიას, რომელიც ჩვენ გვქონდა პოლიტსაბჭოში დღეს და შუალედურ გადაწყვეტილებას და ეს არის პარტიის პოზიციის წინააღმდეგ" ამბობს მინაშვილი
შარლ მიშელის შემოთავაზების საბოლოო ვერსიას ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ხელი დღეს, ორბელიანების სასახლეში მოაწერეს.
ცერემონიას პრეზიდენტი ზურაბიშვილი მასპინძლობდა, ხოლო შარლ მიშელი ონლაინრეჟიმში ადევნებდა თვალს. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ საქართველოში ჩამოვა.
ამ ეტაპზე შეთანხმებას ხელს არ აწეს "ენმ" , "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტები".