
დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ვინც მოაწერა ხელი, ხელმოწერის შემდეგ, უნდა შევიდეს პარლამენტში - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით.
"ევროპული საქართველო" დოკუმენტს ხელს არ აწერს და მიაჩნია, რომ მასში დასახელებული საკითხები ბუნდოვანია და "ქართულ ოცნებას" ინტერპრეტაციების საშუალებას აძლევს:
ჩვენ რომ გვქონოდა მისაღები გაქ ვადამდელი არჩევნებისკენ, ამ შემთხვევაშ შემიძლია ვარაუდი, რომ ნიკა მელიას პოზიციაც სხვა იქნებოდა...
იმისთვის, რომ გვქონოდა ამ საკითხებში მინიმუმ კიდევ უფრო ნაკლები ბუნდოვანება, ჩვენ ისეთივე სიმყარე უნდა გამოგვეჩინა, რაც პირველ დოკუმენტზე დანიელსონის" თქვა გიგა ბოკერიამ "მთავარის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.
შარლ მიშელის შემოთავაზების საბოლოო ვერსიას ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ხელი დღეს, ორბელიანების სასახლეში მოაწერეს.
ამ ეტაპზე შეთანხმებას ხელს არ აწეს "ენმ" , "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტები".