სალომე სამადაშვილი განმარტავს, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტს ინდივიდუალურად

გამოქვეყნდა:

სალომე სამადაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი. როგორც ის ამბობს, საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილი ვითარებისა და ხვალ, შარლ მიშელის დაგეგმილი ვიზიტის ფონზე, მნიშვენელოვანია ამ პროცესში ახლავე იყვნენ ჩართულები: 

ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაელოდება ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლას და ამის შემდეგ შეუერთდება ამ ხელშეკრულებას. მე მიმაჩნია, რომ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს საერთაშორისო ასპარეზზეა შექმნილი, ჩვენ ვიყოთ ამ პროცესში ახლავე წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ მოვაწერე ხელი აღნიშნულ შეთანხმებას. ხვალ იგეგმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ნიკა მელიას და ზოგადად ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ამ შეხვედრაზე ვიყოთ წარმოდგენილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელმოწერა იყო ყველას ინტერესებში" განმარტავს სამადაშვილი.

შარლ მიშელის შემოთავაზების საბოლოო ვერსიას ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ხელი დღეს, ორბელიანების სასახლეში მოაწერეს.

ამ ეტაპზე შეთანხმებას ხელს არ აწეს "ენმ" , "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტები".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი