
"პარტიის თავჯდომარე თუ ციხეშია ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება სრულფასოვანი და მორალურად გამართლებული", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე წერს. მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ჩემი პოზიცია (რომელიც მე ეთერშიც მაქვს დაფიქსირებული) იყო, რომ ნიკა მელიას გარეშე, მისი დაჭერის შემდეგ მოლაპარაკებებში ნაციონალურ მოძრაობას მონაწილეობა არ უნდა მიეღო. არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, ან ჩვენი პარტნიორების არ მჯერა ან პოლიტიკური კომპრომისი არ მესმის, არამედ გულწრფელად მჯერა - ეს იქნებოდა ენმ-ის ყველაზე პრინციპული და უკეთესი პოზიცია. დღეს განსაკუთრებით.
ახლაც ამ აზრზე ვარ: პარტიის თავჯდომარე თუ ციხეშია ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება სრულფასოვანი და მორალურად გამართლებული.
P.S. პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის მათ, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, ასევე ვერასდროს გავიგებ სალომე ზურაბიშვილთან სტუმრობას, - წერს ხატია დეკანოიძე.
შარლ მიშელის შეთავაზების საბოლოო ვერსიას ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ხელი 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მოაწერეს. ამ ეტაპზე, შეთანხმებას ხელს არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტები". დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
იხილეთ ასევე: