მივესალმები შეთანხმების მიღწევას! ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება! - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება. მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

მივესალმები შეთანხმების მიღწევას! ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება! შეუთანხმებლობით გამოწვეული შედეგები ქვეყნისთვის უმძიმესი იქნებოდა.

მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა ნიშნავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ასევე, შეთანხმებაში მოყვანილი საკითხების (სასამართო, საარჩევნო რეფორმები, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება) კეთილსინდისიერ შესრულებაზე ძალიან მკაცრ ზედამხედველობას ევროკავშირის და ამერიკის მთავრობების მხრიდან, - წერს ლომჯარია.

შარლ მიშელის შეთავაზების საბოლოო ვერსიას ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ხელი 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მოაწერეს. ამ ეტაპზე, შეთანხმებას ხელს არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტები". დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი