
პოლიტიკური პარტიების მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ალიკა კუპრავა წერს, რომ შეთანხმება ქვეყანას ვერც ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანს და ვერს პოლიტიკურ დევნას შეაჩერებს. მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
მადლობა უნდა გამოვუცხადოთ დასავლელ პარტნიორებს, მოთხოვნები უნდა წავუყენოთ პოლიტიკოსებს.
შეთანხმება ვერც ვადამდელ არჩევნებამდე მიგვიყვანს და ვერც პოლიტ დევნას შეაჩერებს. ამაზე პასუხისმგებელი არის ოპოზიციის ის ნაწილი, ვისაც ბრძოლის გაგრძელება დაეზარა და ერთიანობაზე უარი თქვა.
სირაქლემის პოზიციაში ყოფნა არის, როცა აღიარებ არჩევნების გაყალბებას და იმავე ადმინისტრაციის ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებით ვადამდელის მიღწევის გჯერა.
ხელისუფლებამ დღესვე დააანონსა პოლიტიკური დევნის გაგრძელება და ამ ფონზე შეთანხმებაზე ხელმოწერა მარტივი უპრინციპობაა.
ეს ხალხი და ქვეყანა სანამ კარგი ხელისუფლება ეყოლება, მანამდე უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს, - წერს კუპრავა.
შარლ მიშელის შეთავაზების საბოლოო ვერსიას ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ხელი 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მოაწერეს. ამ ეტაპზე, შეთანხმებას ხელს არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტები". დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები ხელმოწერის ცერემონიის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავდნენ.
იხილეთ ასევე: