
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაახლოებით ორი კვირის წინ რბილი ავეჯის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უკვე მიმდინარეობს. ახლად ჩამოყალიბებული მუნიციპალური ინსპეექციის სამსახურისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან საოფისე ავეჯის შესაძენად 50 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ამ გადაწყვეტილებას უპასუხსმგებლობად აფასებს.
ბათუმის მერიისა და საკრებულოსთვის მთავარია საკუთარი კომფორტი, მთავარია, რბილ სავარძლებში ისხდნენ და ხელფასები აიღონ ბიუჯეტიდან. მაგრამ საერთოდ არ აინტერესებთ გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც ამ კრიზისის გამო დარჩნენ უმუშევრად და ულუკმაპუროდ, - აცხადებს მირდატ ქამადაძე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი 5 მაისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და ანტიკრიზისული გეგმის განხილვას ითხოვდა. ამ წინადადებაზე მირდატ ქამადაძემ დღეს ქართული ოცნებისგან ოფიციალური უარი მიიღო.