მელია ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს გავიმარჯვეთო - ჭიჭინაძე

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია.
კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს გავიმარჯვეთო.

არ შეიძლება არ იყო იმის ერთგული, რასაც პრინციპი და სამართალი ჰქვია!

თუ სულ რაღაც 2-3 თვის წინ მიცემულ პირობასაც კი ვერ ასრულებ, ან ამომრჩეველს რაზე უნდა ესაუბრო, ან პოლიტიკოსი რატომ უნდა გერქვას?

მოკლედ, რაც 19 აპრილს მოხდა, ამის ძალიან კარგი შეფასება იქნება შემოდგომაზე.

როდესაც არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური კრიზისი დაძლეული არ იქნება და დღეს პარლამენტში შესულ ყველ ოპოზიციონერს სწორედ გახარია გამოყრის გარეთ, რადგან ინიციატივა სწორედ მის ხელში გადავა.

თუ, რა თქმა უნდა, ახლა "ოცნებაშიც" არ შევლენ, ახლა უკვე მთავრობა და ბიუჯეტი რომ შეუნარჩუნონ "ოცნებას".

ამბობს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. შეგახსენებთ, გუშინ, 19 აპრილს ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელი მოაწერა.

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი