შეთანხმებას მელია, ენმ და "ევროპული საქართველო" უცხადებენ საბოტაჟს - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარის თქმით, შეთანხმებას საბოტაჟს უცხადებენ.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, პარტიებმა ან ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას, ან მარგინალური პარტიები გახდნენ.

"შარლ მიშლეის დოკუმენტს და ამ შეთანხმებას, რომელსაც რამდენიმე პარტიამ ხელი მოაწერა, ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო უცხადებენ საბოტაჟს.

თუკი ამნისიტებული პირი წინააღმდეგია ამნისტიის, მას შეუძლია ამნისტია არ მიიღოს, იყოს ციხეში, დაელოდოს სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან გამოვიდეს, ან დარჩეს ციხეში. ამიტომ ამნისტიასთან დაკავშირებით საჭიროა, რომ ის დათანხმდეს და მიიღოს ეს ამნისტია.

ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ პირდაპირ, ცხადად ჩამოიხსნა ყველანაირი ნიღაბი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით აქამდე, რომ ეს ორი ძალა ურევს ქვეყანაში სიტუაციას, რომელიც პირდაპირ მომართული იყო, რომ ჩაეშალა შეთანხმება.

ან აღიარებენ საკუთარ მარცხს, აწერენ დოკუმენტს ხელს და შემოდიან, ან ხდებიან მარგინალური პარტიები, რომელთაც არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ ხმის გამცემი არ ჰყავს",- თქვა პაპუაშვილმა.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუემტნს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო დოკუმეტს ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი