გიორგი გახარიას გუნდის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერენ.
მათგან 4 დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე დოკუმენტს ხელს დღეს, 20 აპრილს მოაწერენ. რაც შეეხება დანარჩენ ორ დეპუტატს, ალექსანდრე მოწერელია თბილისში არ იმყოფება, მიხეილ დაუშვილს კი კორონავირუსი აქვს.
"ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვისა და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს. ხელმოწერასთან ერთად ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა, შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების, სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე",- თქვა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
"ქართული ოცნების" 6-მა დეპუტატმა პარტია 14 აპრილს დატოვა. მათი თქმით, ისინი პოლიტიკურ საქმიანობას ყოფილ პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან ერთად გააგრძელებენ.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუემტნს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო დოკუმეტს ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".