ოპოზიციის ნაწილი შეთანხმებას ხელს აწერს, ნაწილი არა - რა გეგმა აქვთ პარტიებს

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლეში გამართული ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, დღეს, ევროკაშირის წარმომადგენლობის შენობაში, შარლ მიშელის დოკუმეტს ხელი მოააწერა, "ერვოპული საქართველოს" სიის მე-4 ნომერმა რამაზ ახვლედიანმა. შესაბამისად, ის შედის საკანონმდებლო ორგანოში. როგორც ახვლედიანი ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, ახლა პარტიის წევრია თუ არა, მთავარია ოპოზიციის ერთიანობა. 

დოკუმენტს გუშინ ხელი მოაწერა მოძრაობა "ლელომაც", თუმცა მათი განცხადებით, ისინი საკანონმდებლო ორგანოში ჯერჯერობით არ შედიან. მათი თქმით, ისინი მხლოდ მას შემდეგ შევლენ პარლამენტში, რაც გიორგი რურუა და ნიკა მელია გათავისუფლდებიან.

რაც შეეხება 15 მაისს დაგეგმილ აქციას, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება, აქციაზე საუბარი - "იქნება ეს გამარჯკვების დღე, თუ პროტესტის გაგრძელება". მისივე თქმით, აქვს იმედი, რომ ოპოზიციური პარტიები ამ დღეს ერთად იქნებიან.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი