ნაკაშიძის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით, დაჭრეს ამ დრომდე საგამოძიები მოქმედებები მიმდინარეობს. "გლოვოს" მოპედის ყუთში, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ბოთლში, სავარაუდოდ, ბენზინი და ტყვიები აღმოაჩინეს.
მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა, ასევე, ცნობილია, რომ ნაცემია თავდამსხმელიც.
საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა და კონფლიქტის მონაწილეებს უთანხმოება წარსულშიც ჰქონდათ.