თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე დილით მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
"მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა და კონფლიქტის მონაწილეებს უთანხმოება წარსულშიც ჰქონდათ.
ამავე თემაზე: