გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, ქართველი ხალხი გამარჯვებულია - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერით, დამარცხებული მხარე არ არსებობს და შეთანხმებით ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ გაიმარჯვა.

"ვფიქრობ, რომ გუშინდელ დღეს, როცა ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას, ევროკავშირს, ნატოს და ამისთვის იყო საჭირო ეს შეთანხმებამეორე მნიშვნელოვანი საკითხი, გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, გუშინდელ დღეს ჰყავს გამარჯვებული ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს სახით.

აქვე მინდა ვთხოვო ყველა კოლეგას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ნუ გავაკეთებთ არასწორ ინტერპრეტაციებს შეთანხმებასთან დაკავშირებითშეთანხმების ტექსტი გაკეთებულია, ნერვები ჯერ კიდევ დუღილის ტემპერატურაზეა, ჩვენი ყველა პოლიტიკოსის ვალია სწორად და კარგად ავუხსნათ დოკუმენტის შინაარსი და არ დავამახინჯოთ არც ერთი კონკრეტული კომპონენტი ამ დოკუმენტში.

გულწრფელად ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი ცვლილება არც ერთ ოპოზიციას არ მიუღწევია არც ერთ სახელისუფლებო ძალასთან",- თქვა ვაშაძემ.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუემტნს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო დოკუმეტს ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი