დაგვასწრეს ეს ყველაფერი, ისედაც მივდიოდით - ზესტაფონში "ოცნებიდან" გარიცხულები

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციიდან პარტიამ რამდენიმე წევრი გარიცხა. როგორც ისინი "მთავართან" ამბობენ, რეგიონში მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა, მერი, გიორგი გოგლიჩიძე კი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს. მათი თქმით, სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მერიასთან საპროტესტო აქცია დაგეგმეს, რასაც "ოცნების" რეაგირებაც მოჰყვა.

როგორც ისინი ამბობენ, "ქართული ოცნების" დატოვებას ისედაც აპირებდნენ, რადგან მმართველი პარტია ხალხზე აღარ ზრუნავს. 

"დააანონსეთ აქცია, რაც ხდება ზესტაფონში იმასთან დაკავშირებით, გვინდოდა გაგვეპროტესტებინა ეს ყველაფერი არავითარი პარტიული შეკრება არ იქნებოდა. ამის შემდეგ დამიკავშირდა დიტო სამხარაძე, შემხვდა, შემომთავაზა თანამდებობა საკრებულოში. უარი ვუთხარი, რის შემდეგაც გარიცხვით დამემუქრა. თუმცა დაგვასწრეს ეს ყველაფერი, ისედაც მივდიოდით. ის რაც დღეს პარტიაში ხდება, უკვე არის კატასტროფა", - ამბობს ლევან ჭანტურიძე.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრების ნაწილის განცხადებით, მათთვის გაუგებარია თუ რატომ გარიცხეს პარტიიდან.

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პარტიის რიგებში შიდადაპირისპირებაა და მმართველი პარტიის რღვევა დაიწყო.

დღეს, 14:00 საათზე ზესტაფონის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი